და ის ადგილი, ის არე-მარე ესოდენ წმინდად სწამს დღესაც ერსა, რომ ნასროლს ნადირს, მუნ შეფარებულს, მონადირეც კი ვერ ახლებს ხელსა. თუ არ ღვთის ღირსი, სხვა ვერვინ თურმე ამ წმინდა ადგილთ ვერ შეეხება, და თუ შეჰბედავს, მსწრაფლ რისხვა ღვთისა ჭექა - ქუხილით მოევლინება. ![[d85a599a54851cb27cfaca6f3c8e26cc.gif]]